ვილა კავკასიონი
„ვილა კავკასიონი“ სამშენებლო კომპანია ბადა ქონსთრაქშენის ერთ-ერთი მიმდინარე მსხვილი პროექტია.
პროექტი „ვილა კავკასიონი“ მოიცავს პრემიუმ კლასისა და თანამედროვე სტანდარტების 1 სართულიან საცხოვრებელ 16 სახლს, რომელიც გამორჩეული იქნება დახვეწილი დიზაინით.
„ვილა კავკასიონის“ პროექტი მომხმარებლებს შესთავაზებს ორი განსხვავებული დიზაინის და მოცულობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს: ვილებს მოპირკეთებული ეზოთი და საპარკინგე ადგილით.
პროექტისათვის გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები: ბუნებრივი ხის მასალა და უმაღლესი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, ენერგოეფექტური მინა, რაც სრულად აკმაყოფილეს მაღალი სეგმენტის მოთხოვნებს.
სახლის დამატებითი პარამეტრები:
სახლის ძირითადი კარკასი იქნება მონოლითური, გარე კედლები ამოშენდება 20-იანი ბლოკით, ტიხრები კი 10-იანი ბლოკით და 5 სმ ორივე მხრიდან იქნება წარმოდგენილი.
შენობა დაითბუნება თანამედროვე თბოსაიზოლაციო მასალით (ქვაბამბა). შენობის ფასადი სადა, ძირითადად ორ მასალაში გადაწყვეტილი იქნება. მოპირკეთდება ტრავერტინის ქვითა და ხით. მოაჯირები შავი ფერის ლითონით იქნება წარმოდგენილი. შენობის ფასადი ასევე მოიცავს ვიტრაჟულ მუქი ფერის ლითონისა და ანტრაციდისფერი ალუმინის კარ-ფანჯრებს. დაცული იქნება სამეზობლო ზაღვარზე მშენებლობის წესები.
„ვილა კავკასიონის“ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ლოკაცია, სადაც ვილები იქნება გაშენებული არის ბუნებრივად გამწვანებული, ხოლო ჩვენ მიერ მოპირკეთებულ ეზოში შესაძლებელი იქნება დასასვენებლი სივრცეების მოწყობა. თითოეული ბინიდან გაიშლება საოცარი ხედები კავკასიონის ქედისა თუ საგურამოს დაბლობის.
საგურამო საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც სურს ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და ლამაზ გარემოში ცხოვრება, დედაქალაქიდან მცირე მანძილის დაშორებით.
აირჩიეთ ბინა
შემოთავაზებული ვარიანტები
გადახდის პირობები
„ვილა კავკასიონის“ პროექტში სახლის შეძენის შემთხვევაში „ბადა ქონსთრაქშენის“ მომხმარებლებისთვის შექმნილია მოქნილი გადახდის პირობები, რაც აადვილებს ჩვენთან თანამშრომლობას:
1. შიდა განვადება
პირველადი შესატანი - 30%, დარჩენილი თანხა გადანაწილდება მომხმარებელზე მორგებული გრაფიკით პროექტის დასრულებამდე.
2. იპოთეკა პარტნიორ ბანკთან
შეიძინე „ვილა კავკასიონის“ მიმდინარე პროექტში სახლი და ისარგებლე თიბისი ბანკის გამარტივებული და დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით.
3. ერთიანი გადახდა
„ბადა ქონსთრაქშენი“ ერთიანი გადახდის შემთხვევაში გთავაზობთ სპეციალური ფასს:
-
94 კვ.მ. სახლი + 240 კვ.მ. ეზო ერთიანი გადახდის პირობებში გახლავთ 54,000 დოლარის ექვივალენტი ლარში.
-
122,2 კვ.მ. სახლი + 250 კვ.მ ეზო ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი 64, 000 დოლარის ექვივალენტი ლარში.
ინფრასტრუქტურა
სუპერმარკეტი - 3,4 კილომეტრში,
აფთიაქი 4,7 კილომეტრში,
სკოლა 4,3 კილომეტრში.