დეტალური ინფორმაცია
"ბადა ქონსთრაქშენი" გთავაზობთ თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის ვილა პრემიუმს - 110.6 კვ.მ სახლს, რომელიც ჩაგბარდებათ მწვანე კარკასის მდგომარეობაში, 250 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი, მოპირკეთებული ექსტერიერითა და პარკინგით, დასრულებული ღობით და ჭიშკრით.
სახლის გარე კონტურის კვადრატულობა შეადგენს: 120.7 კვ.მეტრს.
სახლის საცხოვრებელი ფართი : ჰოლი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, 3 საძინებელი ოთახი, 2 სველი წერტილი, მცირე ზომის დამხმარე სათავსო შეადგენს 86.4 კვადრატულ მეტრს.
საზაფხულო ფართი/ტერასა შეადგენს: 24.2 კვ.მ-ს.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია ორადგილიანი, მოპირკეთებული ავტოსადგომი და კეთილმოეწყობა ეზო.
სახლებში ყველა კომუნიკაცია იქნება ცენტრალური. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ საკუთარი წყლისა და სეპტიკური თანამედროვე საკანალიზაციო სისტემა. ამიტომ "ვილა კავკასიონში" ცხოვრება ამ კუთხით არ განსხვავდება კორპუსის ბინაში ცხოვრებისგან.
სახლის დამატებითი პარამეტრები:
სახლის ძირითადი კარკასი იქნება მონოლითური, გარე კედლები ამოშენდება 20-იანი ბლოკით, ტიხრები კი 10-იანი ბლოკით და 5 სმ ორივე მხრიდან იქნება წარმოდგენილი.
შენობა დაითბუნება თანამედროვე თბოსაიზოლაციო მასალით (ქვაბამბა). შენობის ფასადი სადა, ძირითადად ორ მასალაში გადაწყვეტილი იქნება. მოპირკეთდება ტრავერტინის ქვითა და ხით. მოაჯირები შავი ფერის ლითონით იქნება წარმოდგენილი. შენობის ფასადი ასევე მოიცავს ვიტრაჟულ მუქი ფერის ლითონისა და ანტრაციდისფერი ალუმინის კარ-ფანჯრებს. დაცული იქნება სამეზობლო ზაღვარზე მშენებლობის წესები.
64 000 $ ექვივალენტი ლარში.
- სახლი: 110.6 კვ.მ.
- ნაკვეთი: 250 კვ.მ.
- სართულების რაოდენობა: 1
- საძინებელი: 3
- სველი წერტილი: 2
- ტერასა: 24.2 კვ.მ.
- პარკინგი: 2
64 000 $ - 192 000 ლარი
რემონტი
"ბადა ქონსთრაქშენი" საკუთარ მომხმარებლებს მშენებლობის გარდა, სთავაზობს რემონტის მომსახურებასაც. მიუხედავად იმისა, რომ "ვილა პრემიუმი" და "ვილა სმარტი" მფლობელებს ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, კომპანიის პროფესიონალთა გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ რემონტის სტანდარტული ან სრული მომსახურება. მომსახურების საფასური იწყება 150 დოლარის ექვივალენტი ლარიდან.
მინიმალიზმი
მინიმალიზმი თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის მიმდევრებიც დღითიდღე უფრო მეტად იზრდება. თუ გადაწყვეტთ, რომ რემონტის ტრენდულ ტენდენციას მიჰყვეთ, ყველაფერი სადად და მარტივად უნდა გააკეთოთ. სწორედ ეს არის მინიმალიზმის ხიბლი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, თუმცა მისი წყალობით სახლში უფრო მეტი სივრცე იქმნება, ვიდრე სხვა დიზაინის რემონტისას.
მოდერნი
მოდერნიზმის მიმდინარეობა 19-ე საუკუნის შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოიცავს ახალ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც ეფუძვნება პროგრესულ ხელოვნებას, არქიტექტურასა და დიზაინს.
მოდერნიზმის მთავარი არსი ნეიტრალურ ფერებში და მარტივ ფორმებშია. მიმდინარეობის მთავარი ხიბლი კი ბუნებასთან სიახლოვეშია, ამიტომ მოდერნის ინტერიერში ხშირად შეხვდებით ბუნების თემატიკის ორნამენტებს.
კონტემპორარი
კონტემპორარი და მოდერნი ხშირად ერევათ ერთმანეთში, მათი საწყისი მართლაც მსგავსია, თუმცა მოდერნი უფრო ძველებურ სტილთან არის დაკავშირებული, კონტემპორარი კი დღევანდელ, თანამედროვე დიზაინთან.
"ბადა ქონსთრაქშენი" გთავაზობთ თანამედროვე სტილის რემონტს, რომელიც მორგებული იქნება თქვენს გემოვნებაზე.
მშენებლობის ყველა ეტაპის კონტროლით, მაღალი ხარისხის მასალებით და კარგად დამკვიდრებული სამშენებლო-სარემონტო პროცესები საშუალებას გვაძლევს, რომ დარწმუნებულები ვიყოთ შესანიშნავი შედეგის დადგომაში.