დეტალური ინფორმაცია
კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელი ბინების მრავალფეროვან არჩევანს, მინიმალური ფართი 44,8 კვ.მეტრიდან.
კონსტრუქცია
11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მზიდი კონსტრუქცია წარმოადგენს მონოლითურ რკინა-ბეტონის კარკასს და ენერგოეფექტურ ბლოკს. სართულებზე განთავსებულია 5 საცხოვრებელი ნათელი ბინა აივნით, რომლებიც ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში,
ფასადი - 2 ფერიანი დეკორატიული ლესვა, მოპირკეთებული კომპოზიტური, ხის ფაქტურიანი პანელით. კარ-ფანჯარა - უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მეტალოპლასტმასი.
აივანი - მოპირკეთებული კერამო-გრანიტით და ლითონის მოაჯირით.
ლიფტი - უსაფრთხო, თანამედროვე და მაღალი ხარისხის.
ინტერიერი
„ბადა ქონსთრაქშენი“ ბინებს ჩაგაბარებთ მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას.
რაც მოიცავს მწვანე კარკასი? - შესასვლელი რკინის კარი; უმაღლესი ხარისხის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა; ენერგოეფექტური ბლოკით შესრულებული ტიხრები; მოჭიმული იატაკი; გაბათქაშებული კედლები; შეყვანილი კომუნიკაციები: დენი, წყალი, გაზი, ცენტრალური გათბობის მილები; ელ. სადენების გაყვანილობა; სანტექნიკური მილ-გაყვანილობა; საკომუნიკაციო სადენების გაყვანილობა; მოპირკეთებული აივანი.
რემონტი - რემონტის ღირებულება იწყება 150 დოლარის ექვივალენტი ლარიდან და დამოკიდებულია დიზაინსა და მასალებზე.
კომპანია გაგირემონტებთ ბინებს სხვადასხვა დიზაინით - როგორც თანამედროვე სტილის რემონტს, ასევე კლასიკურსა თუ ტრადიციულს. რემონტის დროს გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალები. კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და ქმნის თქვენს გემოვნებაზე მორგებულ გარემოს თქვენი კომფორტისთვის.
ასევე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ცვლილებები შეიტანოს ბინის შიდა გეგმარებაში, შეცვალოს ტიხრების განლაგება და ა.შ. ბადა ქონსთრაქშენი ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და სიმყუდროვეზე.
არჩევანი
კორპუსის მასალისა და სამშენებლო ტექნოლოგიების წყალობით, "ბადა გლდანში" ცხოვრება მუდმივად კომფორტული იქნება: ზაფხულში ბინაში სიგრილე იქნება, ზამთარში კი სითბო, მინიმალური გათბობის ხარჯებით.
მშენებლობისა და რემონტის ყველა ეტაპის კონტროლით, მაღალი ხარისხის მასალებით და კარგად დამკვიდრებული სამშენებლო-სარემონტო პროცესები საშუალებას გვაძლევს, რომ დარწმუნებულები ვიყოთ შესანიშნავი შედეგის დადგომაში.
კომპანია საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად მიიღონ გადაწყვეტილება ბინის შიდა გეგმარებაში, შეცვალონ ტიხრების განლაგება და ასევე, მყიდველის სურვილის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბინების გაერთიანებაც. ბადა ქონსთრაქშენი ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და სიმყუდროვეზე.